უკრაინის სანქციები რუსეთს

08 იანვარი 2023, 10:21 471 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუს მომღერლებს, ტელეწამყვანებს, მსახიობებს, რეჟისორებსა და პროპაგანდისტებს სანქციები 10 წლის ვადით  დაუწესა. სანქცირებულთა სიაში 119 ადამიანი მოხვდა. მათ შორის არიან ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი, მომღერლები, ირინა ალეგროვა, დიმა ბილანი, ფილიპ კირკოროვი, რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი და ასევე, კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.

სანქცირებულთა სიაში უკრაინის სამი  მოქალაქე მოხვდა, რომელთა შორისაც არიან მომღერალი ლოლიტა მილავსკაია, ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა და ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი.

სანქცირებულებს უკრაინული აქტივები დაებლოკებათ, აეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციების შესრულება, გაუუქმდებათ ყველა ლიცენზია და ნებართვა.

გარდა ამისა, აეკრძალებათ ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია უკრაინაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი