ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა.
ბორელის თქმით, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია.
"სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, ის არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ირანში სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე, ისინი ბრალდებულები იყვნენ დემონსტრაციების დროს სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.