კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

07 იანვარი 2023, 13:42 838 ნახვა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი 19 წლის კარლოს ალკარასი ფეხის ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. ამის შესახებ თავად ესპანელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

"ეს რთული  დროა, მაგრამ მე უნდა ვიყო ოპტიმისტურად განწყობილი და ტრავმა მოვირჩინო შევხედებით 2024 წელს"- წერს ჩოგბურთელი.

შეგახსნებთ, რომ კარლოს ალკარასმა გასულ წელს კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. კარლიტომ ეს გამარჯვება ამერიკის ღია პირველობაზე იზეიმა და პარალელურად მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის რეიტინგს  სათავეში ჩაუდგა.

რაც შეეხება ავსტრალიის ღია პირველობას, სეზონის პირველი სლემი 16 იანვარს აიღებს სტარტს და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი