გიორგი კოხრეიძემ “გრენობლი” დატოვა

06 იანვარი 2023, 21:11 666 ნახვა

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "გრენობლი" დატოვა. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კოხრეიძემ "გრენობლის" მაისურით მხოლოდ და მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ამის მიზეზი კი მისი ხშირი ტრავმები იყო. ამ დროისთვის სად გააგრძელებს კარიერას 22 წლის შემტევი ნახევარმცველი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძე თბილისის "საბურთალოდან" 2021 წლის ზაფხულში "გრენობლს" 180 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი