ბათუმის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში, სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს „კავკასიას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 69:99 დაამარცხა.
ბათუმელებს 28 ქულით, 7 მოხსნითა და 3 გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა. კარგი მატჩში ჰქონდა სოსო გოგნაძესაც, რომელმაც 16 ქულა, 18 მოხსნა, 3 გადაცემა შეასრულა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
მასპინძელთაგან კი, 14 ქულითა და 2 მოხსნით ლევან გოგიჩაიშვილი გამოირჩა.
ამ დროისთვის შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 4 მოგებითა და 6 მარცხით, მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.