რუსულმა ძალებმა ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს, -ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსი ოკუპანტები არტილერიის გამოყენებით თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ხერსონში“, - განაცხადა იანუშევიჩმა. მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა არა მხოლოდ საწარმოს შენობა, არამედ ახლომდებარე ობიექტები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი, საბავშვო ბაღი, ასევე დაინგრა კერძო სახლი. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.