რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძრიდან საშობაო მიმართვაში უკრაინაში „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა მათ ვისაც ეს ხელეწიფება. პაპმა ფრანცისკემ, სიტყვაში დიდი ნაწილი უკრაინის ომს დაუთმო, ასევე ისაუბრა სირიაში, იემენში, ერაყში, ლიბანსა და პალესტინაში მიმდინარე ვითარებაზე. ასევე აღნიშნა მდგომარეობა ავღანეთში, ეთიოპიასა და ირანში. პაპის თქმით, მიმდინარე კონფლიქტები იწვევს შიმშილსა და ჰუმანიტარულ კრიზისებს. მანამდე, რომის პაპმა საშობაო ლიტურგიის დროს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ღამით იქადაგა და მორწმუნეებს მეტი თანაგრძნობისკენ მოუწოდა.