სამი ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე იმყოფება

23 დეკემბერი 2022, 21:39 1581 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 
წლის ბოლო  რეიტინგი განაახლა. შვიდიდან სამ წონით კატეგორიაში  რეიტინგის პირველ ადგილზე ქართველი ძიუდოისტები იმყოფებიან.

73 კგ-მდე წონითი კატეგორიაში  6 615 ქულით ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კიდევ უფრო გააუმჯობესა ქულათა მარაგი ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც 9 296 ისევ პირველ ადგილზეა.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი რეიტინგის სათავეში 5 752 ქულით ილია სულამანიძე დაწინაურდა.

გარდა თავის წონაში ლიდერობისა ტატო გრიგალაშვილი 9 296 ქულით  ყველა წონით კატეგორიაში (კაცთა და ქალთა შორის)  პირველ ადგილს იკავებს.

რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს.  მძიმე წონით კატეგორიაში 4 699 ქულით მე-2 პოზიცია შეინარჩუნა გურამ თუშიშვილმა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე არის ბექა ღვინიაშვილი, ხოლო მეოთხე ადგილს იკავებს ლუკა მაისურაძე.

მომდევნო ცვლილებები რეიტინგში  პორტუგალიის გრან პრის შემდეგ მოხდება. ალმადა გრან პრი 27-29 იანვარს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში