ორშაბათს უკრაინაში 30 ირანული დრონი ჩამოაგდეს - ზელენსკი

20 დეკემბერი 2022, 12:34 357 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ორშაბათს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში 30 ირანული დრონი გაანეიტრალეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევში 28-დან 23 დრონი მოიგერია. ეს იყო რუსული საოკუპაციო ძალების მესამე საჰაერო თავდასხმა ბოლო ექვს დღეში, რომელთა სამიზნე უკრაინის ელექტრო ქსელი იყო, რამაც ჰაერის ნულოვანი ტემპერატურის პირობებში ენერგოკრიზისი გამოიწვია. ირანული წარმოების დრონების გამოყენებით თავდახსხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, კიევის ოლქში დაზიანებულია ცხრა სახლი. ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ქალაქ ბახმუტს - ყველაზე ცხელ წერტილს მთელ ფრონტზე მრავალი კვირის განმავლობაში, როცა რუსეთის ჯარი აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში ცდილობს წინ წაწევას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში