ერაყში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

19 დეკემბერი 2022, 10:01 452 ნახვა

ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე 9 პოლიციელი ემსხვერპლა. ბიბისის ცნობით, პოლიციის ავტოკოლონაზე თავდასხმა ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკთან მოხდა. ქალაქი ბაღდადიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს.

თავდაპირველად, სატვირთო ავტომობილის სიახლოვეს, რომელსაც პოლიციელები გადაჰყავდა, ბომბი აფეთქდა, შემდეგ კი რადიკალი ჯიჰადისტები სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.

პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ოფიციალური პირების ცნობით,  1 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი