 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩში „ტიტებს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 97-79 დაამარცხა.
მასპინძლებს 16 ქულით, 5 მოხსნითა და 3 გადაცემით, კაილი რიდლიმ ულიდერა. სტუმართაგან კი, 16 ქულით და 3 მოხსნით აკაკი ლომოური გამოირჩა.
ამ დროისთვის შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 3 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.
მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 21 დეკემბერს საშინაო კედლებში „რუსთავის" წინააღმდეგ გამართავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            