მსოფლიო ბანკმა მრავალდონორიანი სატრასტო ფონდი შექმნა, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ ომის პირობებში და შემდგომში ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ.
ცნობისათვის, დღემდე, მსოფლიო ბანკმა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, 18 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დაფინანსების მობილიზება მოახდინა.