ხვალ ხულოში ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
უფასო დიაგნოსტიკით პედაგოგები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ.
პაციენტებს დილის ათი საათიდან ძველი საავადმყოფოს შენობაში მიიღებენ.