საფრანგეთი-მაროკოს მატჩის შემდეგ საფრანგეთის ქალაქებში არეულობა იყო

15 დეკემბერი 2022, 11:31 2009 ნახვა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალის საფრანგეთისა და მაროკოს მატჩის შემდეგ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში არეულობა იყო. რთული ვითარება ქალაქ მონპელიეში იყო, სადაც ფრანგი და მაროკოელი გულშემატკივრები ერთმანეთს ქალაქის ცენტრში დაუპირისპირდნენ. მასობრივი არეულობები ასევე იყო ბორდოში, ლიონში, ნიცასა და პარიზშიც.

მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთის დედაქალაქში ამის მზადყოფნა ჰქონდათ და 10 000 პოლიციელი იყო მობილიზებული, დედაქალაქში არეულობა მაინც მოხდა. შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები და დაკავებულები.

შეგახსენებთ,  ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ფინალში არგენტინის წინააღმდეგ 18 დეკემბერს ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში