ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ბრაის მიტჩელთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ UFC-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა.
"ელ მატადორმა“ ბოლო ბრძოლაში მიტჩელი მეორე რაუნდში მხრის მტკივნეული სამკუთხედით შებოჭა, რასაც ამერიკელი სპორტსმენის დანებება მოჰყვა. ამ გამარჯვების შემდეგ კი ილია 5 პოზიციით დაწინაურდა და ქვემსუბუქ წონის დივიზიონში მე-9 პოზიციას იკავებს.
25 წლის ქართველ სპორტსმენს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და ერთხელაც არ დამარცხებულა.
მიტჩელთან გამარჯვების შემდეგ ილიამ სასურველ მეტოქედ ბრაიან ორტეგა დაასახელა, რომელიც ამავე დივიზიონში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.