პესკოვი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა

14 დეკემბერი 2022, 10:14 505 ნახვა

კრემლის პრესმდივანი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც  რუსეთს მოუწოდა, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს. პესკოვის თქმით, ზელენსკის მოთხოვნა მოსკოვისთვის  დაუშვებელია.

„წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე საუბარი შეუძლებელია“ – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით,  უკრაინა „უნდა შეეგუოს იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა მთელი ამ ხნის განმავლობაში“.

ამასთან დაკავშირებით მან ახსენა თვითგამოცხადებულ რეგიონებში, დონეცკსა და ლუგანსკში, და ასევე უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმები" და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას დაემატა ახალი სუბიექტები და "ამ ახალი რეალობის გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი პროგრესი შეუძლებელია".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი