გამთენიისას კიევის, ჟიტომირისა და ვიცინის ოლქებზე საჰაერო თავდასხმები განხორციელდა, ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების შაჰედის 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ორი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქებები მოხდა ქალაქის ცენტრალურ შევჩენკოს რაიონში. სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ერთ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ჟიტომირის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ ხალხი გააფრთხილა, რომ შესაძლებელია დრონებით თავდასხმების მეორე ტალღა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე ერთი საავიაციო და 11 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათ შორის სამი - სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.