დღეს საფრანგეთი და მაროკო ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ

14 დეკემბერი 2022, 10:57 1443 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეორე ნახევარფინალური მატჩი გამიართება და მეორე ფინალისტიც გაირკვევა. მაროკოს ნაკრები რომელმაც უკვე არამხოლოდ საკუთარი არამედ მთლიანად აფრიკის კონტინენტის ისტორიული შედეგი დააფიქსირა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენცია ჩაატარა და აღნიშნა, რომ აფრიკული გუნდის დაცვით ხაზს გასაღებს მოუძებნის.

"მაროკოს ნაკრებს ტურნირზე საუკეთესო დაცვა ჰყავს და მისი დაძლევის გზები, ჯერჯერობით, ვერავინ იპოვა. ვიმედოვნებ, ამას ჩვენ მოვახერხებთ", - აღნიშნა დეშამმა.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტადიონზე მაროკოელი გულშემატკივრების სიმრავლეზეც ისაუბრა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ტრიბუნებზე ფრანგებისთვის მტრული ატმოსფერო იქნება, რაზეც დეშმანმა, აღნიშნა, რომ მას არ მოსწონს ტერმინი "მტრული", რადგან უარყოფით ემოციებს იწვევს.

პრესკონფერენცია მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგმაც გამართა და აღნიშნა, რომ ისინი თამაშის სტილს არ შეცვლიან.

"ამაზე საუბარი ცოტა მოსაწყენიც კი ხდება. ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით.მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ისტორია გადავწეროთ. გვინდა ეს თამაში აფრიკისთვის მოვიგოთ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამაზე ოცნებობს. ბევრი თვლის, რომ ნახევარფინალში გასვლა უკვე წარმატებაა, თუმცა, მე არ ვეთანხმები. ფინალში რატომ არ უნდა გავიდეთ? არ გვინდა ასეთ შანსს კიდევ 40 წელი ველოდოთ. მე ცოტა ცოტა არანორმალური ვარ, მეოცნებე, თუმცა, ცოტა სიგიჟე ცუდი არაა", - აცხადებს რეგრაგმანი.

მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებთან ნახევარფინალს კატარის ქალაქ ალ ხორიში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში