"ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა" - იბრაჰიმოვიჩი

13 დეკემბერი 2022, 12:55 812 ნახვა

"მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

შვედმა ფორვარდმა აღნიშნა რომ მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა.

„რა თქმა უნდა, მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია. ამჟამად მეორე ადგილზე ვართ. „ნაპოლი“ ძლიერია, კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, „იუვეც“ ბრუნდება და „ინტერიც“ ბრძოლაშია. ჩვენც აქ ვართ. გარდა ამისა, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია ზამთრის შესვენებით და სეზონის შუაში მსოფლიოს ჩემპიონატით. ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სეზონის მეორე ნახევარი ყოველთვის გადამწყვეტია”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ამ დროისთვის სერია A-ს 41 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, 33 ქულით კი მეორე ადგილზე "მილანი" იმყოფება. იტალიის ჩემპიონატი 3 იანვარს განახლდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში