რუსეთი ირანიდან უპილოტო საფრენ აპარატებს იღებს - ბრიტანეთის თავდაცვა

10 დეკემბერი 2022, 10:25 522 ნახვა

რუსეთი ცდილობს მოიპოვოს ირანიდან მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა და სანაცვლოდ თეირანს უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა.

ბარბადა ვუდვორდის თქმით, რუსეთს უკვე მიღებული აქვს შაჰედ 131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან, ბრიტანეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  რუსეთი შესაძლოა იარაღის მოპოვებას ჩრდილოეთ კორეიდანაც ცდილობდეს. რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე ბრიტანეთი გაერო-ს ჩართულობას ითხოვს.

ამის საპირწონედ, გაეროში რუსეთის ელჩის განცხადებით, ბრალდებები რუსეთის მისამართით არის სიცრუე და ვასილი ნებეზნაია ბრიტანეთის ვარაუდს, თითქოს რუსეთი ირანიდან საბრძოლო მასალას იღებს, უარყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი