საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის ცნობილია

07 დეკემბერი 2022, 19:56 506 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2022 წლის ბოლო შეჯიბრს, იერუსალიმი 20-22 დეკემბერს უმასპინძლებს.

ტურნირზე საქართველოს სახელს როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის ჯამში 16 ძიუდოისტი დაიცავს.

ვაჟთა შორის ტატამზე გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი (ყველა – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე (ყველა – 100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) გამოვა.

გოგონათა შორის კი 2 წარმომადგენელს ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილს (+78 კგ.) ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის შემაჯამებელი ტურნირი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. შეჯიბრის გამარჯვებულები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) გახდნენ, ბექა ღვინიაშვილს (90 კგ.) ვერცხლი მედალი ერგო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა ბექაური (90 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში