სირიაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ათობით დემონსტრანტი ქალაქ სვეიდას გუბერნატორის ოფისში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა შენობის ნაწილს. მანამდე 200-ზე მეტი ადამიანი ქალაქის ცენტრში ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა გუბერნატორის ოფისში დაწვეს ფაილები და ოფიციალური დოკუმენტები, ჩამოხსნეს ასადის სურათები. გუბერნატორი არ იმყოფებოდა შენობაში, მან ოფისი მომიტინგეების შტურმამდე დატოვა.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.