უწყვეტი პროტესტის შედეგი ირანში

04 დეკემბერი 2022, 13:55 546 ნახვა

მას შემდეგ, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ირანის ხელისუფლებამ თითქმის 3 თვიანი პროტესტის ჩახშობა ვერ შეძლო, ირანის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავენ.

როგორც მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ აღნიშნა, პარლამენტიც და სასამართლოც მუშაობენ იმაზე, საჭიროებს თუ არა კანონი რაიმე ცვლილებას, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. პროკურორის ცნობით, განხილვების შედეგები საზოგადოებას, სავარაუდოდ, ორ კვირაში ეცოდინება.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ირანში უკვე ორ თვეზე მეტია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომლებსაც ბიძგი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მისცა.

ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი