ევროკავშირი ერთი ბარელი რუსული ნავთობის შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდა

03 დეკემბერი 2022, 10:18 414 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც პოლონეთმა რომელიც ფასების ზღვარს არ ეთანხმებოდა, დაამტკიცა შემოთავაზებული პირობები.

პოლონეთი აცხადებდა, რომ 65 დოლარი ერთ ბარელზე მოსკოვისთვის ზედმეტად გულუხვი ნაბიჯი იქნებოდა, ის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად მოითხოვდა 30 დოლარიანი ზღვრის დაწესებას. ხოლო საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა უფრო მაღალ ზღვარს, 70 დოლარს ითხოვდნენ, ვინაიდან მათი შიდა გადაზიდვების ინდუსტრია რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  5 დეკემბერს ამოქმედდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში