ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

30 ნოემბერი 2022, 14:32 547 ნახვა

ღია კარის პოლიტიკა  და  ჩრდილო  ატლანტიკური ალიანსის  გაფართოების აუცილებლობა - ეს არის მთავარი გზავნილები ბუქარესტიდან, სადაც გუშინ,  14 წლის შემდეგ ისევ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა.   

ერთობლივი  დეკლარაციის   მეოთხე პუნქტში საუბარია სწორედ საქართველოზე,  მოლდოვასა და ბოსნია - ჰერცოგოვინაზე, ამ ქვეყნების  მხარდაჭერის გაზრდაზე,  რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურებულია საქართველოსთვის ერთგულება,  რომ  გაფართოება აუცილებლად მოხდება და ნატოს წევრი ქვეყნები დაეხმარებიან  ასპირანტ  ქვეყნებს ამ გზის მარტივად და სწრაფად  გავლაში.    

მოკავშირეები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებაში,  თუმცა დასძენენ, რომ  საქართველოზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.       

ალიანსის საგარეო უწყების  ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთი არ უნდა კარნახობდეს მეზობელ ქვეყანას თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკური კურსი,  რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ და ასევე მოუწოდებენ ქვეყნებს ჩაკეტონ საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი