შტორმის შემდეგ ბათუმში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია ქვიშა-ღორღისგან გაიწმინდა. ძლიერი ღელვის გამო სანაპირო ზოლი და პრომინადები დაზიანდა.
ზღვამ წაიღო განათების ბოძების ნაწილი, დაზიანებულია რამდენიმე კაფე-ბარი და მოშლილია ბულვარის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ. სანაპიროს მხარეს გასვლა აკრძალულია.
რა ოდენობის ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას ჯერ-ჯერობით უცნობია.