ამ წუთებში ბათუმში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია იწმინდება, ადგილზე სანდასუფთავების მანქანები მუშაობენ.
გუშინდელმა შტორმმა აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო ზოლი და პრომინადები დააზიანა.
რა ოდენობის ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას ჯერ-ჯერობით უცნობია. სინოპტიკოსების ინფორმაციით ამ დროისთვის სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმია, საღამოს კი ღელვის დონე დაიკლებს.