არსებობს ნიშნები, რომ რუსული ძალები, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის პრეზიდენტი აცხადებს. ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ.
ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც ბირთვული კატასტროფის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო. უკრაინაში ომი 9თვეა მიმდინარეობს, ამ დროის განმავლობაში ოკუპანტს მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა არ შეუწყვეტია. მძიმე ვითარებაა ამ დრომდე ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, ვარაუდობს, რომ მომავალი კვირა შესაძლოა უფრო მძიმე იყოს. მოქალაქეები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები.
ხელისუფლება უკრაინელებს წყლისა და საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებენ. ქვეყნაში 4000-მდე უძლეველობის პუნქტია გახსნილი სადაც ადგილობრივებს გათბობა, ინტერნეტით სარგებლობა და ტელეფონების დამუხტვა შეუძლიათ.