ევროპოლმა სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავა

27 ნოემბერი 2022, 11:04 534 ნახვა

ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაცია უპრეცედენტო იყო და მასში 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ.

გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ რამდენიმე დანაშაულებრივი ორგანიზაცია 8 ქვეყანაში ეწეოდა მასშტაბურ კრიმინალურ საქმიანობას.

საუბარია ნარკოტიკით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი