მექსიკის ყურეში საკრუიზო გემიდან დაკარგული მგზავრი მაშველებმა გადაარჩინეს - ის ზღვაში 15 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა ავრცელებს. 28 წლის კაცი გემიდან მოულოდნელად გაუჩინარდა.
ტერიტორია რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟმა დაათვალიერა, საბოლოოდ კი კაცი ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 20 მილის დაშორებით აღმოაჩინეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ლეიტენანტის თქმით, კაცი წყალში, სავარაუდოდ, 15 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. რაც წყალში ყოფნის "ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი და მადლიერების დღის ერთ-ერთი სასწაულია".