მესის გოლი - არგენტინამ მექსიკა მეორე ტაიმში დაამარცხა

27 ნოემბერი 2022, 09:03 357 ნახვა

არგენტინამ მექსიკა დაამარცხა. საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა C ჯგუფის მეორე შეხვედრა მექსიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში 64-ე წუთზე დი მარიასგან მიღებული პასით ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა.

უკვე 87-ე წუთზე, მესის საგოლე გადაცემით, სხვაობა ენცო ფერნანდესმა გაზარდა.

მატჩი 2:0 არგენტინის სასარგებლოდ დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში