შსს-მ ორი პირი დააკავა - ბრალდებულები ცხრამუხის დედათა მონასტერში შეიჭრნენ

26 ნოემბერი 2022, 11:28 641 ნახვა

ცხრა­მუ­ხის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი პირი და­ა­კა­ვეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე და 137-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­რო­ბას და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ცხრა­მუ­ხა­ში, ხა­შუ­რი­სა და სუ­რა­მის ეპარ­ქი­ის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, ორი პირი შე­იჭ­რა.

უც­ნო­ბებს მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნი­ამ და წევ­რებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რა დრო­საც მათ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

ერთ-ერთი მო­ნა­ზო­ნი, რო­მელ­საც სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი