დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. ჯეიმზ კლევერლი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და პრეზიდენტს შეხვდა. მინისტრის განცხადებით გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის.
დამატებითი დახმარების პაკეტი ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 მილიონ ფუნტს მოიცავს, თანხები ასევე მოხმარდება რუსული აგრესიის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.
ჯეიმლ კლევერლის თქმით, სიტყვები საკმარისი არ არის, სიტყვები ზამთარს ვერ გაანათებს და რუსული რაკეტებისგან ვერ დაიცავს.
გაერთიანებული სამეფო უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება და მხარდაჭერას მოქმედებებით გამოხატავს.