ომი უკრაინაში

24 ნოემბერი 2022, 19:40 550 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის გამო მოიწვიეს, შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას და რუსული აგრესია დაგმონ. მისი თქმით, უკრაინა უშიშროების საბჭოს სთავაზობს რეზოლუციას, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას.  პარალელურად კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით შეუძლია. როგორც პესკოვი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია და დაასრულოს ხალხის ტანჯვა რუსული მხარის მოთხოვნების შესრულების გზით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი