თავდაცვის ძალების შვიდკაცა სარაგბო ნაკრები

24 ნოემბერი 2022, 18:19 391 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის ემზადება. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადის. დღეს მორაგბეების ვარჯიშს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დააკვირდა. გრიგოლ გიორგაძემ მორაგბეებს ტურნირზე გასამართ მატჩებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში