გაერომ უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას - ზელენსკი

24 ნოემბერი 2022, 10:01 674 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევისა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სთხოვა. შეხვედრას, რომელსაც რუსეთის ელჩიც ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტები, რომელიც ურტყამს ენერგეტიკულ ობიექტებს არის ნამდვილად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

უკრაინა სთავაზობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას დაგმობს.

"მსოფლიოსგან ველოდებით ძლიერ რეაქციას რუსულ ტერორზე. ასევე, ველოდებით რეაქციას მეგობრებისგან - თუმცა, არა როგორც დამკვირვებლის. ჩვენ ველით ყველა იმ ადამიანის რეაქციას, ვინც ნამდვილად აღიარებს გაეროს წესდებას.

ღამით კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა მოხდა ზაპორიჟიას რეგიონის საავადმყოფოზე. მხოლოდ დღეს თითქმის 70 რაკეტა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ იყო ნასროლი. საავადმყოფოებს, სკოლებს, ტრანსპორტს და საცხოვრებელ შენობებს, ყველაფერზე მოქმედებს ეს. რუსულმა ტერორმა გამოიწვია გათიშვა, არა მხოლოდ უკრაინაში. დენი ჩვენს მეზობელ მოლდოვაშიც არ არის.

ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი, ისეთ ვითარებაში როდესაც ტემპერატურა 0-ს ქვევითაა. ათობით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშეა დარჩენილი და ეს არის შედეგი რუსული რაკეტების, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამს. ეს ნამდვილად არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული," - განაცხადა ზელენსკიმ. 

ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, რუსეთმა სარაკეტო იერიში არაერთ ქალაქზე მიიტანა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, გაითიშა ელექტროენერგია და წყალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი