უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 20-მდე ადამიანი დაშავდა.
რუსეთის სარაკეტო იერიშები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა. გარდა ამისა, მეტროპოლიტენი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა, რადგან ხალხი მას თავშესაფრად იყენებს.