მეფის საჩუქარი ფეხბურთელებს

23 ნოემბერი 2022, 10:38 889 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის 2:1 დამარცხების შემდეგ საუდის არაბეთში დიდი ზეიმია.

საუდის არაბეთის გულშემატკივრები არგენტინელი ფანების მისამართით სკანდირებდნენ: "მესი სადაა? რაღაც არ ჩანს". საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა დღევანდელი დღე ეროვნულ დღესასწაულად და უქმედ გამოაცხადა.

დღეს ყველა ისვენებს, მათ შორის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. და კიდევ: მეფე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მეფურ საჩუქარს გაუკეთებს,  თითოეული მათგანი პრემიის სახით 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში