ირანის ნაკრების კაპიტანმა ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა

21 ნოემბერი 2022, 11:33 762 ნახვა

ინგლისის ნაკრებთან მატჩის წინ ირანის ეროვნული გუნდის კაპიტანმა და ეჰსან ჰაისაფიმ პრესკონფერენციაზე ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

''ჩვენს ქვეყანაში არ არის კარგი პირობები და ხალხი ბედნიერი არაა. ჩვენ აქ ვართ და ხალხის ხმა უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, გავიტანოთ გოლები და ირანელი ხალხი საუკეთესო შედეგებით წარმოვადგინოთ. იმედი მაქვს, ირანში პირობები ხალხის მოლოდინების შესაბამისად შეიცვლება", - განაცხადა ჰაისაფიმ.

ირანისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი დღეს მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში