ნოვაკ ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეექვსედ მოიგო

21 ნოემბერი 2022, 00:49 756 ნახვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მე-6 მოიგო და  ლეგანდარული  შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა. 

სერბმა ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში ნორვეგიელ კასპერ რუდს ორ სეტში 7:5 6:3 სძლია. 

ჯოკოვიჩისთვის ამ სეზონში ეს მე-5 ტიტული იყო, კარიერაში კი საერთო ჯამში  91-ე ტიტული დაისაკუთრა. 

ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ რაფაელ ნადალი (92), ივან ლენდლი (94), როჯერ ფედერერი (103) და ჯიმი კონორსი (109) იმყოფებიან. 

ნოლემ წლის შემაჯამებელ ტურნირზე   ჯგუფური ეტაპიც  მარცხის გარეშე გაიარა და შესაბამისად მაქსიმალური 4 740 300 დოლარი გამოიმუშავა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი