გაერთიანებული სამეფოს პრემიერი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

19 ნოემბერი 2022, 20:04 639 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ომის პირველი დღიდან გაერთიანებული სამეფო და მისი ხელისუფლება უკრაინის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერები არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ლიდერებმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, ქალაქში საჰაერო განგაში ჩაირთო. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა კი შემაშფოთებელია.  საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ რეზოლუცია მიიღო,  სადაც რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს სამხედრო და ტექნიკური პერსონალი ბირთვული სადგურიდან.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის 50% მწყობრიდან გამოვიდა. შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირობებში უკრაინას ესაჭიროება ევროპელი პარტნიორების დამატებითი მხარდაჭერა, როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე დამატებითი აღჭურვილობის მიწოდებაში. ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი