ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

18 ნოემბერი 2022, 16:40 407 ნახვა

ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი 4 სართულიან შენობას გაუჩნდა. პირველადი გამოძიების მიხედვით, ტერიტორიაზე ბენზინი ინახებოდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.

რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ხანძარი ლიკვიდირებულია, სამართალდამცავების განცხადებით ხანძრის გავრცელების რისკი აღმოფხვრილია.

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო დღევანდელი დღე ქვეყანაში, გლოვის დღედ გამოაცხადა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი