შუახევში ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხვალიდან ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება

18 ნოემბერი 2022, 17:31 2825 ნახვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ნაწილზე კონკრეტულად შუახევში ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხვალიდან ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება.

მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. გადაადგილება  ნებადართული იქნება  სოფელ ჩანჩხალოს შემოვლითი გზით. 

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს ,, გზები" ახორციელებს.  კომპანიამ 10 კმ-იანი მონაკვეთი უნდა შეაკეთოს.

ტერიტორია მოიცავს სოფელ ჩანჩხალოს მიმდებარე მაგისტრალიდან ხიჭაურამდე.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი