რა ვერსიებია პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებზე

16 ნოემბერი 2022, 17:45 451 ნახვა

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე გამიზნული თავდასხმა. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ უბედური შემთხვევა იყო. დუდას ინფორმაციით, ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ „ეს-300“-ის ძველი რაკეტა იყო. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი