კვარაცხელიას ნაცვლად ნაკრებში სანდრო ალთუნაშვილი გამოიძახეს

14 ნოემბერი 2022, 14:29 902 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ნაპოლის ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს "დინამო" ბათუმის წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში