ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივანი აღარაა - განაცხადა”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. ნიკა მელია მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს დღეს შეხვდა. რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გაავრცელებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            