საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით ქართველი მამაკაცი დააკავეს. ბერძნული მედია პირის ვინაობას ასაჯაროებს. დაკავებული პენსიონერი, 73 წლის კაცია. სამართალდამცავებმა ბრალდებული საბავშვო ბაღის მიმდებარედ აიყვანეს, სადაც ის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა, ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში კიდევ რამდენიმე დაზარალებულია. ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.