ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ უკრაინასა და საქართველოში გაცემულ რუსულ სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ასევე რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების თაობაზე.
შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.