აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის - ენტონი ბლინკენი

11 ნოემბერი 2022, 11:51 670 ნახვა

აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან.

„უკრაინის დასახმარებლად კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მივმართე. მაშინ, როცა უკრაინის დამცველები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ოთხ ერთეულ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი