საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიელ კოლეგას უმასპინძლა. მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისეთა“ ძალების, ასევე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში.